მხარდაჭერა

როგორ დაგეხმაროთ?

მოგვწერე WhatsApp-ზე ან ელფოსტაზე — ან ჯერ ნახე ქვემოთ ყველაზე ხშირი შემთხვევები.

რომ სწრაფად მოვაგვაროთ, გამოგვიგზავნე:

  • განცხადების ბმული;
  • რომელ საიტზე გადაგქონდა — ss.ge თუ myhome.ge;
  • სქრინშოტი და რას დააჭირე.

სწრაფი გადაწყვეტები

ღილაკები არ ჩანს

HomeGrab მუშაობს კონკრეტული განცხადების გვერდზე — საძიებო შედეგებიდან ან სიიდან ჯერ გახსენი ერთი განცხადება.

შესვლა ss.ge-ზე და myhome.ge-ზე

HomeGrab იყენებს სესიას, რომელშიც უკვე შესული ხარ. თუ სესია ამოიწურა, შედი ანგარიშზე თავიდან და სცადე ისევ. myhome.ge-ზე შესვლის გარეშე MyHome დღეში მხოლოდ 5 ნომერს აჩვენებს — დანარჩენი ცხრილში დაფარული ჩაიწერება.

ზოგი ველი ვერ შეივსო

ასეთი ველები ყვითელ პანელში ჩანს: „ეს ველები ვერ შეივსო — დააჭირე და გადახვალ ველზე". შეავსე ისინი ხელით და მერე გამოაქვეყნე.

სხვა კომპიუტერზე გადასვლა

HomeGrab-ის ერთი ანგარიშით ერთდროულად ორ სხვადასხვა კომპიუტერზე სარგებლობა შეუძლებელია. ახალ კომპიუტერზე HomeGrab-ში ავტორიზაციისას, ძველ კომპიუტერზე აქტიური სესია ავტომატურად გაითიშება.

გამოქვეყნება შენზეა

HomeGrab ფორმას ავსებს და ჩერდება. გადახედე, დააჭირე გამოქვეყნებას — ID ცხრილში ავტომატურად ჩაიწერება.

გვერდი არ რეაგირებს

განაახლე გვერდი ბრაუზერის ↻ ღილაკით (მისამართის ველის მარცხნივ) და სცადე ისევ. თუ არ გამოვიდა — მოგვწერე.

გამოწერა და გადახდა

7 დღე უფასოდ

ახალ მომხმარებელს 7-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი ეძლევა, ბარათის გარეშე — ერთხელ, ერთ Google ანგარიშზე.

ერთჯერადი გადახდა

ყოველი გადახდა ერთჯერადია — ბარათიდან თანხა ავტომატურად არასდროს ჩამოიჭრება. ვადის ამოწურვისას HomeGrab ჩერდება; გასაგრძელებლად ახალი ტარიფი შეიძინე გაფართოებაში.

თანხის დაბრუნება

ნაწილობრივ გამოყენებული პერიოდი არ ბრუნდება. სრულად ვაბრუნებთ, თუ თანხა ორჯერ ჩამოგეჭრა, ჩამოიჭრა გაუქმების შემდეგ, ან ჩვენი ხარვეზის გამო ვერ ისარგებლე. მოგვწერე [email protected]ზე ჩამოჭრიდან 48 საათის განმავლობაში.

გადახდა

გადახდა ხდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე — ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ.

გამოწერის სრული პირობები

შეცდომების ტექნიკური ანგარიში პირად მონაცემებს არ შეიცავს; გამორთვა: პარამეტრები → „შეცდომების ანგარიშის გაგზავნა". კონფიდენციალურობის პოლიტიკა